ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მაკროეკონომიკა << უკან
სებ-ი მომდევნო წლებში ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის მკაცრად დაცვას ითხოვს
14 დეკემბერი, 2016, 17:53
სებ-ი მომდევნო წლებში ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის მკაცრად დაცვას ითხოვს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტის 4,1%-იანი ნიშნულს საგანგაშოდ არ მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ აუცილებელია მომდევნო წლებში დეფიციტს შემცირების ტრენდი ჰქონდეს.

ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა, თქვა, რომ  2017 წელს ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის რისკებს არ ქმნის.

„2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1,315 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 4.1%-ზეა დაგეგმილი. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.5%-მდე. იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, 2017 წელს ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის რისკებს არ ქმნის. თუმცა, ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ მომდევნო წლებში არ მოხდეს ფისკალური კონსოლიდაციის წარმოდგენილი გეგმიდან გადახვევა“, - აცხადებს ქვეყნის მთავარი ბანკირი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები