ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდი დოლარს გადააჭარბა
14 დეკემბერი, 2016, 15:52
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდი დოლარს გადააჭარბა

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ტურიზმიდან შემოსავლის მკვეთრ ზრდაზე აცხადებს, რასაც ტურიზმის სფეროში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს.

დიმიტრი ქუმსიშვლმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა, რომ  2016 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით ტურიზმიდან შემოსავალმა გადააჭარბა 2.0 მილიარდ დოლარს, რაც 2012 წლის ამავე პერიოდთან მიმართებაში 55%-იანი ზრდაა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.638 მლნ კაცი. მგზავრების ზრდამ შეადგინა 25% 2015 წელთან შედარებით და 103% 2012 წელთან მიმართებაში.

რაც შეეხება ფრენების რაოდენობას, 2016 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებელმა 13 924 შეადგინა, რაც 11 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა.

2016 წლის 11 თვის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 5.865 მლნ ადამიანი 8%-ით მეტი 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები