| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ეს არის ის ვოლატილობა, რომელიც აისახება ლირასთან მიმართებაში, - ასე ხსნის ბოლო დღეებში ლარის მკვეთრ ვარდნას დოლარის მიმართ ეკონომიკის მინისტრი.
ამბობს, რომ საქართველო არის პატარა, ღია ეკონომიკა და შეუძლებელია არ აისახოს ჩვენ ეკონომიკაზე მეზობელ, ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არსებული ვითარება.
იმ მოვლენებმა კი, რასაც მთავრობა საგარეო შოკს უწოდებს ლარი დოლარის მიმართ ახალ ისტორიულ ნიშნულამდე გააუფასურა. 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, გაცვლითი კურსი 1 ლარით ანუ 60,2% არის გაუფასურებული.
GBC დაინტერესდა, რა ხდებოდა ამავე პერიოდში ჩვენ მეზობელ ქვეყნებში.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის მონაცემები თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას მოწმობს. თუ 2012 წლის დეკემბერში 1 დოლარი 1,78 ლირა ღირდა, დღეს ამერიკული ვალუტის შეძენა 3,48 ლირად არის შესაძლებელი, პიკი 5 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც ლირა 3,52 ნიშნულზე დაეცა. ეს მაჩვენებლები მოწმობს, რომ ლირა 95,5% არის გაუფასურებული.
განსხვავებულია ვითარება აზერბაიჯანული მანათის შემთხვევაში, სადაც 2015 წლის დასაწყისამდე ფისირებული გაცვლითი კურსი მოქმედებდა და 1 დოლარი 0,7844 მანათი ღირდა. 2015 წლის 21 თებერვალს მთავრობამ მანათი 1.05 ნიშნულამდე გააუფასურა, 21 დეკემბერს კი, კურსი 1,55 ნიშნულამდე დაეცა. დღეს 1 დოლარის ყიდვა 1,7475 მანათით არის შესაძლებელი. ციფრები მოწმობს, რომ მცურავ კურსზე გადასვლის შემდეგ მანათი 66,4% გაუფასურდა, მხოლოდ 2016 წელს 12%, ხოლო 2015 წლის თებერვლიდან 2,28-ჯერ დაეცა.
რუსული რუბლი ბოლო პერიოდში შედარებით გამყარებულია, თუმცა ჩვენი უდიდესი მეზობელი ქვეყნის ვალუტა მაინც მკვეთრად არის დაცემული დოლარის მიმართ. თუ 2012 წლის დეკემბერში 1 დოლარი 30,83 მანათი ღირდა, დღეს 2-ჯერ მეტი 60,8 მანათი ღირს. გაუფასურების პიკი თებერვალში იყო, როდესაც მანათის გაცვლითი კურსი 78.11 ნიშნულზე დაეცა, საბირჟო კურსი კი, უფრო მაღალი იყო.
უკრაინული გრივნა დოლარის მიმართ 3,2-ჯერ არის გაუფასურებული. 2012 წელს 1 დოლარი 8 გრივნა ღირდა, დღეს გაცვლითი კურსი 26,15 ნიშნულზეა. გრივნას გაუფასურების პიკი 2015 თებარვალში იყო, მაშინ 1 დოლარის ყიდვა 28 გრივნად იყო შესაძლებელი.
სომხური დრამი ამავე პერიოდში მხოლოდ 19% დაეცა. თუ 2012 წელს 1 დოლარი 407.75 დრამი ღირდა, დღეს 485,5 დრამი ღირს. თუმცა სომხეთმა სხვა გზა არჩია და ძირითადი დარტყმა ეკონომიკაზე გადაიტანა, შედეგად ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მინუსშია. მესამე კვარტალში 2,6%-იანი შემცირება აღინიშნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრიდან სომხური დრამიც ეცემა დოლართან, თუმცა არა მკვეთრად (1 ნოემბერს 1 დოლარი 475,3 დრამი ღირდა).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss