ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ნუ მოჭრი - მორთე კამპანიის ფარგლებში პსპ-მ ნაძვის ხე მორთო
13 დეკემბერი, 2016, 14:00
ნუ მოჭრი - მორთე კამპანიის  ფარგლებში პსპ-მ ნაძვის ხე მორთო

თბილისი (GBC) -  „ნუ მოჭრი - მორთე“  კამპანიას, რომელიც   ბუნებრივი ნაძვის ხის  მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს, პსპ გამოეხმაურა.

სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებმა მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის ხე მორთეს. 

კამპანიას უკვე შეუერთდა 10  კერძო კომპანია, რომლებიც  წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ. 

ახალი წლის დღეების დასრულებისთანავე კომპანიების წარმომადგენლები  ნაძვის ხის დემონტაჟს თავად განახორციელებენ.

შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები