| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები სასამართლოში პროექტის „პანორამა თბილისის“ საქმის გაჭიანურებას ეხმაურებიან.
ორგანიზაციების ცნობით, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომელიც მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქ. თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა.
„მეორე თვეა, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოსარჩელეთათვის მიწოდების გარეშე“, - აცხადებენ ორგანიზაციები.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქმისწარმოების ასეთი ფორმით გაჭიანურება არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებს, გარდა ამისა, საქმის პოლიტიკური სენსიტიურობა და მის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს პასუხისმგებლობას გაჭიანურების გარეშე, დროულად და ეფექტურად განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ სასამართლოს, დროში გაჭიანურების გარეშე ჩანიშნოს სასამართლო სხდომა და აღნიშნული საქმის განხილვა და გადაწყვეტა განახორციელოს ეფექტურად, კანონით დადგენილ ვადებში.
განცხადებას ხელს აწერენ: ინიციატივა საჯარო სივრცისათვის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, მწვანე ალტერნატივა, მწვანე მუშტის აქტივისტები, პარტიზანული მებაღეობა თბილისის აქტივისტები და თბილისის ჰამქარის აქტივისტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss