| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია iPlus წელს, iPhone-ების გაყიდვები რეკორდულად გაზარდაზე აცხადებს და იანვრიდან iPhone-ის გაძვირებას პროგნოზირებს.
მენეჯმენტის ცნობით, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა, ყველაზე პოპულარულ iPhone 5S-ზე დაფიქსირდა, დიდი რაოდენობით იყიდება iPhone 7-ებზეც.
iPlus-ის გენერალური მენეჯერის კახა სეფაშვილის განცხადებით, აშშ დოლარის მიმართ ევრო გაუფასურება ევროპაში Apple-ის პროდუქციას გააძვირებს, რაც თავის მხრივ იმოქმედებს ქართულ ბაზარზე.
"1 იანვირდან iPhone-ებზე ფასები მოიმატებს, გამომდინარე აქედან, წინასაახალწოდ მომხმარებლების მხრიდან მაღალ მოთხოვნას ველოდებით. წელს ისტორიულად მაღალი გაყიდვები გვაქვს, რაც უამრავი საახალწლო აქციებისა და სწრაფი განვადების სერვისის დამსახურებაა. ვვარაუდობთ, რომ წელს საქართველოს ბიუჯეტში გადავიხდით ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე წინა წლებში. iPlus ყოველწლიურად 10 მილიონ ლარამდე იხდის სახელმწიფო ხაზინაში გადასახადების სახით",- აცხადებს კახა სეფაშვილი.
iPlus-ის პიარისა და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერის გოგა თირქიას განმარტებით, iPhone+-ის გარშემო მიმდინარე ბოლო მოვლენები გაყიდვებზე ცუდად არ ასახულა.
წინასაახალწლო ფასდაკლებები iPlus-ის მაღაზიებში გრძელდება - 70%-მდე ფასდაკლებით იყიდება აქსესუარები, 50%-მდე დაიკლო ტექნიკური შეკეთების ღირებულებამაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss