| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.
სამინისტროში განაცხადი 4 კომპანიამ წარადგინა, ესენია: TUV SUD DOGUS; PANTEYA SPECTRUM CONSULTUNG; SGS SA; TUV HELLAS S.A.
წინანადებების დალუქული პაკეტები ეკონომიკის სამინისტროში უკვე გაიხსნა და მათი შესწავლა მიმდინარეობს.
გამარჯვებული კომპანიის შერჩევის ბოლო ვადა 2016 წლის 30 დეკემბერია.
ავტომობილების სავალდებულო ტესტირება კი, 2018 წლიდან ამოქმედდება.
წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აღსანიშნავია ისიც, ინტერესთა კონფლიქტის გამო, რომ საკონსულტაციო კომპანია ვერ ჩაერთვება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების შექმნაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss