| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოდან შუააზიის ქვეყნების მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვები შეფერხებულია.
მიზეზი კასპიის ზღვაზე უამინდონის გამო, სარკინიგზო საბორნე გადასასვლელების შეფერხებული მუშაობაა.
"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, 20 ოქტომბრის შემდეგ, 7 დეკემბრამდე, უამინდობის გამო, საბორნე გადასასვლელს არ უმუშავია 16 დღე-ღამის განმავლობაში, რამაც თავისთავად გამოიწვია როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს რკინიგზაზე დიდი რაოდენობით საბორნე ვაგონების დაგროვება.
"აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 7 დეკემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის რკინიგზაზე შეჩერებულია 602 საბორნე ვაგონი(მათ შორის 188-აქტაუს და 414-თურქმენბაშის ბორნის). თავისი სარკინიგზო პარკის გადატვირთულობის მიზეზით, აზერბაიჯანის რკინიგზა შეფერხებით იღებს საქართველოს რკინიგზიდან შუააზიის დანიშნულებით მიმავალ ვაგონებს, რამაც თავისთავად გამოიწვია საქართველოს რკინიგზაზე დიდი რაოდენობით შუააზიის ბორნის ვაგონების დაგროვება, სულ - 443 ვაგონი (მათ შორის 266-აქტაუს და 177-თურქმენბაშის ბორნის). აღნიშნული რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება, ვინაიდან საქართველოს რკინიგზაზე შუააზიის დანიშნულებით ვაგონები სისტემატიურად იტვირთება და ასევე მათი შემოდინება ხორციელდება შავ ზღვაზე მოქმედი საბორნე გადასასვლელების მეშვეობით", - აცხადებს "საქართველოს რკინიგზა".
კომპანია აღნიშნავს, რომ პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობს შექმნილი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, რათა დროულად და შეუფერხებლად მოხდეს შუააზის დანიშნულებით მატარებლების დამუშავება და გადაცემა.
კომპანიის მენეჯმენტი გადამზიდავებს საქართველოსა და კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss