| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ შეძენილი სადაზღვევო კომპანია "კოპენბური" სიცოცხლის დაზღვევის სეგმენტში შედის.
კომპანიამ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია უკვე მოიპოვა.
ბანკი სადაზღვევო სექტორში პირველ ეტაპზე 8 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს და ამბიციური გეგმებიც აქვს.
" საშუალვადიან პერიოდში, დაახლოებით 3 წლის შემდეგ, მინიმუმ 25% გვქონდეს სადაზღვევო ბიზნესის. ძირითათად ჩვენი მიმართულება იქნება საცალო ბიზნესის განვითარება და თიბისი ბანკი იძლევა ამის კარგ საშუალებას. ეს არის მომხმარებლებისთვის პირველ რიგში არის ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები და ჩვენ ამაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ მომავალი 12 თვის განმავლობაში “ , - განაცხადა კომპანიის შეძენისას თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, თიბისიმ კომპანია "კოპენბურის" 100%-იანი წილი 1.4 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.
"კოპენბური" ბაზარზე 2014 წლის ზაფხულში შემოვიდა, მისი პორტფელი ძირითადად ავტოდაზღვევაზე მოდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss