| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობამ საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა გაამტკიცა.
ეს არის 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რაც გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია 735 მილიონი ევროს ინვესტიციაზე მომდევნო წლების განმავლობაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, რომელთა შორის არიან - KFW, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) და მსოფლიო ბანკი.
„ვფიქრობთ, ამ ინვესტიციის შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსისტემის ეფექტურობის გაზრდა, ექსპორტის და იმპორტის მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება, რაც რეგიონულ ქსელებში საქართველოს ინტეგრირებას რამდენჯერმე გააუმჯობესებს. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია ასევე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რათა საქართველოში გენერაციის ობიექტებისთვის მოსაზიდი ინვესტიციები წავახალისოთ", - განაცხადა პრემიერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss