ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
9 დეკემბერი, 2016, 16:04
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის V კვარტლის N6 კორპუსთან,  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“   წყალსადენის 300 მმ-იანი თუჯის მილი დაზიანდა.

ამ დროისთვის კომპანია დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 9 დეკემბერს, საღამოს 19:30 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ:

დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლებს და ბელიაშვილის ქუჩას.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე,  საღამოს,  19:30 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები