ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარებაში ჩაერთო 
9 დეკემბერი, 2016, 13:49
თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარებაში ჩაერთო 

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან 5 წლიან პარტნიორობას იწყებს.

ბანკის ცნობით, თანამშრომლობა გულისხმობს სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლითაც დამსვენებლები და სამთო-სათხილამურო სპორტის  მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ.

თიბისი ბანკის მხარდაჭერით უკლებლივ ყველა ზამთრის კურორტზე გაუმჯობესდება გადახდის სისტემა,  კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები (Multi Card), რომელიც საშუალებას  მისცემს საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს, რიგში დგომის გარეშე, დისტანციურად - ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით გადაიხადონ  და მაქსიმალურად ნაკლები დრო დაუთმონ საბაგიროს ბილეთების შეძენას.  

მალე  Multi Card ბარათებზე ანგარიშის შევსება „თიბისი ფეის“ აპარატებითაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი ბანკი ხელს შეუწყობს მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს მომხმარებლისათვის მოქნილი სერვისებისა და დამატებითი კომფორტის შეთავაზებას.  

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე სიახლეა. ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო, მათ შორის 3 გუდაურში.

10 დეკემბერს ოფიციალურად იხსნება გუდაურის, ბაკურიანისა (დიდველი) და გოდერძის სათხილამურო კურორტები. 24 დეკებერს გაიხსნება სვანეთში, თეთნულდის კურორტი, ხოლო 25 დეკემბერს ბაკურიანი-მიტარბის კურორტი ახალი სათხილამურო გზებითა და ახალი ინფრასტრუქტურით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები