ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკირი: მეტი სესხის ლარში დენომინირება ბანკებისთვისაც სასარგებლოა
ნინო შუბითიძე
9 დეკემბერი, 2016, 12:24
ბანკირი: მეტი სესხის ლარში დენომინირება ბანკებისთვისაც სასარგებლოა

თბილისი (GBC) - თიბისი გალარებული იპოთეკური სესხების წლიურ განაკვეთს 9-10%-ის დიაპაზონში ვარაუდობს.

მთავრობის გალარების აქციისა და ლარიზაციის კამპანიის შეფასებისას, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მეტი სესხის ლარში დენომინირება მომხმარებლებთან ერთად, ბანკებისთვისაც სასარგებლოა.

აღნიშნა, რომ პორტფელის ამჟამინდელი სტრუქტურა, ჭარბ დოლარიზაციაში გამოსახული, დეპოზიტების მაღალი დოლარიზაციით არის განპირობებული.

ამ კამპანიის საპასუხოდ, ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის დეპოზიტების გაზრდასაც ელის.

მან ლარის მხარდამჭერ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ ნაკლებად ცვალებადი და ადვილად პროგნოზირებადი ლარი ექსპორტისთვისაც მნიშვნელოვანია.

ბუცხრიკიძე ამბობს, რომ გალარების აქცია, რის შესაძლებლობას სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვებიდან თანხის ბანკებისათვის  ტრანშებად მიწოდება და მთავრობის მიერ გაცვლითი კურსის -20 პუნქტით სუბსიდირება იძლევა, პორტფელში დოლარიზაციის წილს 5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

ბანკირი მეორე რაუნდში, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებას აღარ ელის.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და მომავალ კვირას კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები