| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობად აღიარა და მათ გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მცხეთასთან ერთად გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ 10 ობიექტს აქვს მინიჭებული.
კულტურულ ფასეულობებზე გაძლიერებული დაცვის რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ისტორიული ძეგლი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: წარმოადგენს კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობას; სახელმწიფოს მიერ აღიარებულია განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ქონებად და არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის
გაძლიერებული დაცვის სტატუსი ავალდებულებს შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss