ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზაზე რეფორების დაჩქარება ახლო მომავალში აქტუალური გახდება
8 დეკემბერი, 2016, 17:11
საქართველოს რკინიგზაზე რეფორების დაჩქარება ახლო მომავალში აქტუალური გახდება

თბილისი (GBC) –  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი საქართველოს რკინიგზაში რეფორმების დაწყების საჭიროებაზე საუბრობს.

ორგანიზაცია Facebook-ის გვერდზე ყაზახეთის მიერ სარკინიგზო დარგში ახალი მოდელის დასანერგად ღონისძიებების დაწყებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზაზე რეფორმირების დაჩქარება და დერეფნის ქვეყნებთან პროცესების სინქრონიზება ახლო მომავალში აქტუალური გახდება.

„ყაზახეთის რკინიგზის რეფორმა ითვალისწინებს, ინფრასტრუქტურის და გადაზიდვითი პროცესის განცალკევებას,  იმ მოდელით, რომ სახელმწიფოს ხელში რჩება ინფრასტრუქტურა და გადაზიდვით სფეროში, სარკინიგზო ქსელზე თავისუფალი დაშვება ეძლევად გარეშე კომპანიებს. ასეთი მოდელი ფართოდაა აპრობირებული ევროკავშირის, ლათინური ამერიკის და ავსტრალიის რკინიგზებზე“, - აღნიშნავს ცენტრი და კითხვას სვამს - “რატომ არ შეიძლება საქართველოს რკინიგზაზე დერეფნის მონაწილე ქვეყნებში (ყაზახეთი, უკრაინა) მიმდინარე პროცესების სინქრონულად განხორციელდეს რეფორმირების პროცესი?“

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი „საქართველოს რკინიგზაშიც“ უნდა დაიწყოს, ამას ევროდირექტივებიც  ითვალისწინებს, რომელთა დანერგვის შემდეგ საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვების ბაზარი სხვა ოპერატორებისთვისაც გაიხსნება.

ბაზრის გახსნა 8 ევროდირექტივას შორის ერთ-ერთია, რომელიც „საქართველოს რკინიგზამ" საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში უნდა დანერგოს.   

„რკინიგზა ევროპული გაგებით არის ინფრასტრუქტურული კომპანია, რომელსაც გააჩნია სარკინიგზო ოპერირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. შესაძლოა არსებობდეს კერძო კომპანიები, საკუთარი ლოკომიტივებით, საკუთარი ვაგონებით და მემანქანეებით, რომლებსაც ექნებათ უფლება გამოიყენენ რკინიგზის ინფრასტრუქტურა და ამაში გადაუხადონ თანხა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერს", განუცხადა გასული წლის შემოდგომაზე GBC-ის  „საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ოპერატორთან დაკავშირებული ევროდირექტივების დანერგვის ვადებია 2019-2021 წლები.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები