ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
TI: ფარმაცევტულ სექტორში ფასების კლების ტენდენცია დეკემბრამდე ნარჩუნდება  
8 დეკემბერი, 2016, 16:00
TI: ფარმაცევტულ სექტორში ფასების კლების ტენდენცია დეკემბრამდე ნარჩუნდება  

თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა და რამდენიმე მიგნება გამოყო.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბაზარი დღეს შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია, თუმცა სულ ახლახან დაანონსებული „ეი-ბი-სი ფარმაციის’’ და სს „ჯი-პი-სი’’-ს გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის და შედეგად დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს. ამასთან,  2015 წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით,  ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან შპს „პსპ ფარმა” -  22.32%, შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია” - 14.91%, შპს „ავერსი - ფარმა” -14.54%, სს „ჯი პი სი - 10.20%”  და შპს „გლობალფარმი” - 7.02%.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველომ GMP საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა კვლავ ვერ მოახერხა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის შიგნით მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსაც.  აღნიშნულ სტანდარტებზე გადასავლას მთავრობა 2016 წლისთვის გეგმავდა, თუმცა მთავრობის ახალი დადაგენილებით ის 2018 წლისთვის გადაიდო;  

ხარვეზებია რეცეპტების სისტემაში და მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის ქსელები ყოველთვის არ ჯარიმდებიან, ჯარიმების მოცულობა კი, მცირეა.

ორგანიზაცია ასევე აქტუალურ პრობლემად მიიჩნევს პოლიპრაგმაზია (ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა) და ფარმაკოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემის არარსებობას;

კვლევამ მოიცვა ფასებიც. აღნიშნულია, რომ „2014 წელს, განსაკუთრებით კი აპრილის შემდეგ, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა. ზრდის ტემპმა პიკს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწია. 2015 წლის ნოემბრიდან ფასების ზრდის ტემპმა კლება დაიწყო და 2016 წლის მაისის თვიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე 2016 წლის დეკემბრამდე ნარჩუნდება“. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები