| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „გირჩი“- ყოფილ თანაგუნდელებთან „ოცნების“ გუნდის დახლოებაზე აცხადებს.
ზურაბ ჯაფარიძეს 2017 წლის ბიუჯეტის მოწყობის ხელწერა ეცნო, „ასფალტი ვჭამოთ?!“ ციკლიდან.
სააკაშვილის გუნდიდან გამოყოფილი, პაატა ბურჭულაძესთან გადანაცვლებული, ამ დროისთვის უკვე დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ სოციალური საბიუჯეტო მოწყობის კონცეფციის რადიკალურად შეცვლა ქვეყანას არ წაადგება. ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც წინის წინა მთავრობა იყო კონცენტრირებული სწრაფ ზრდას და კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს.
ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველზე სავალუტო ფონდის „იდიოტური რჩევების“ მიმღები მთავრობა გააკრიტიკა, რამაც მთლიანად ააცდინა ქვეყანა აღებულ კურსს - ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს უზრუნველყოფას. ოპტიმალური მოდელი, რასაც ქვეყანა სწრაფად უნდა განევითარებინა და ბიძგი, რაც ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმს გულისხმობდა, მოიშალა.
„ლიბერალური ტრენდი იცვლება, ინვესტორების დამოკიდებულებაც შეიცვლება“.
ჯაფარიძე სსფ-ს ექსპერტების მარტივი რეკომენდაციის მეცნიერული დასკვნის ხარისხში აყვანასაც აპროტესტებს, პარლამენტის წევრების მიერ მუდმივად ამით აპელირებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss