| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “აჭარა ჯგუფმა“ ახალი ქართული ავიაკომპანია - “ავიატორი” წარადგინა.
ავიაკომპანია ნებისმიერ მსურველს, საჰაერო ტაქსის მომსახურებას სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ჩარტერული რეისების შესრულებას.
„ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მაქსიმალურად მოკლე დროში, კომფორტულად ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილას ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტით“, - აცხადებენ კომპანიაში.
ავიაკომპანია ფრენებს Beechcraft KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით.
კომპანიის პილოტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა გადამზადება აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო ტრეინინგ ცენტრში გაიარა. საწყისი ეტაპისთვის ავიაკომპანიაში დასაქმებულია 20-ზე მეტი საავიაციო სფეროს ქართველი პროფესიონალი.
შეგახსენებთ, “აჭარა ჯგუფი” საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ჰოლდინგი-კომპანიაა, რომლის მფლობელობაში და მართვაშია სასტუმროები - Rooms Hotel Tbilisi , Rooms Hotel Kazbegi Holiday Inn Tbilisi და ჰოსტელი Fabrika.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss