ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთიმ მომხმარებლებისთვის ინოვაციურ  შეთავაზებაზე განაცხადა  
8 დეკემბერი, 2016, 12:04
ლიბერთიმ მომხმარებლებისთვის ინოვაციურ  შეთავაზებაზე განაცხადა  

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკი მომხმარებელს განვადების სწრაფად და კომფორტულად მისაღებად ახალ მომსახურებას სთავაზობს.

მენეჯმენტის ცნობით, გადატვირთული გრაფიკისა და მაღაზიებში არსებული რიგების გამო მომხმარებელს აღარ მოუწევს განვადების მენეჯერთან ზედმეტი დროის დახარჯვა.

ლიბერთი ბანკის 100-მდე პარტნიორ მაღაზიაში განთავსებულია განვადების სტენდი, სადაც  მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დამტკიცებული ლიმიტის შესახებ. 

ამისთვის საკმარისია მომხმარებელმა განვადების სტენდზე მოთავსებულ ეკრანზე შეიყვანოს პირადი ინფორმაცია, რის შემდეგაც მომხმარებელი პასუხს ეკრანზე 10 წამის განმავლობაში მიიღებს. ამასთანავე, დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საახალწლო ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.

გარდა ამისა, მომხმარებელს მაღაზიაში მისვლამდეც შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დამტკიცებული ლიმიტის შესახებ. ამისთვის საკმარისია პირადი მონაცემები შეყვანა ვებ გვერდზე http://www.oneloan.ge/ganvadeba/ .

ამჟამად, ლიბერთი ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია 2,500-ზე მეტ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, ხოლო თუ არსებულ ობიექტში ლიბერთი ბანკის განვადების მენეჯერი წარმოდგენილი არ არის, სესხის გაცემა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სავაჭრო ობიექტიდან წარდგენილი ინვოისის საფუძველზე.

„განვადების ლიმიტის წინასწარ შემოწმება მოსახერხებელია ბევრი მომხმარებლისთვის, რომელთაც გადატვირთული გრაფიკის გამო არ შეუძლიათ ეწვიონ ბანკის წარმომადგენელს სავაჭრო ობიექტში ან ფილიალში. ამისთვის მათ საშუალება აქვთ წინასწარ გაიგონ თუ რა თანხის ფარგლებში შეძლებენ განვადებით სესხის აღებას. ლიბერთი ბანკი მუდმივად ზრუნავს ალტერნატიული არხების განვითარებაზე, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა ლევან ასანიშვილმა, ლიბერთი ბანკის გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები