| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონში N163-ე სკოლასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 600 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 7 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 8 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში: ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონებს და ვაზისუბნის დასახლებას.
ვარკეთილის VI მიკრორაიონის მე-3 კვარტალს და შანდორ პეტეფის ქუჩას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss