ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
უძრავი ქონების ლარში ფასდადებით არქი ჯგუფი გაყიდვების ზრდას ელის
6 დეკემბერი, 2016, 17:48
უძრავი ქონების ლარში ფასდადებით არქი ჯგუფი გაყიდვების ზრდას ელის

თბილისი (GBC) - უძრავი ქონების ფასის ლარში დაფიქსირებით „არქი ჯგუფი“. გაყიდვები გაზრდას ელის.  

ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ღოღობერიძე ამბობს, რომ ეს პროცესი ახალ  მომხმარებლებს მოიზიდავს, მათ ვინც  სავალუტო რისკების გამო, ქონების შეძენის გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.

„როდესაც ფასი ლარშია დაფიქსირებული მომხმარებლები მზად არიან გადაწყვეტილების მისაღებად და ვთვლი, რომ ეს გაყიდვებს გაზრდის, რაც დადებითია როგორც მომხმარებლისთვის,  რადგანაც მზად იქნებიან ხარჯებისთვის და  ასევე ბიზნესისთვის, რადგანაც შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნეს კოდში“ სტუმრობისას ნინო ღოღობერიძემ.

„არქი ჯგუფში“ არ ეთანხმებიან კოლეგებს, რომლებიც იმპორტსა და უცხოურ ვალუტაზე სამშენებლო სექტორის  დიდ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ და ფასების ზრდა პროგნოზირებენ. 

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მხოლოდ ეს ფაქტორი ფასების ზრდას არ გამოიწვევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ბაზარი ფასების ზრდით ისედაც ხასიათდება.

ამბობს, რომ ძირითადი სამშენებლო მასალა საქართველოში იწარმოება, როგორიც არის  ბეტონი და ე.წ „არმატურა“, რაც შეეხება სხვა მასალებს, მათი კომპანიის შემთხვევაში ეს არის გერმანული ენერგობლოკი, თურქული ან იტალიური ფილები და აქაც ვითარება ამ დროისათვის მათთვის სასარგებლოა - ევროც და თურქული ლირაც დოლარის მიმართ დაცემულია და დიდ გავლენას არ ახდენს დღეს ფასზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები