| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ხუდონჰესი რომ სჭირდება ქვეყანას, ამის დამადასტურებელი არგუმენტები ყველას ექნება და მე ძალიან ბევრი მაქვს, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილი.
ის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში კონკრეტული გეგმის წარმოდგენას აანონსებს.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ხუდონჰესს ანალოგი არ აქვს და ის უმნიშვნელოვანესი პროექტია, არა მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავების, არამედ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც.
პროექტს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, რისი გამოსწორებაც ინვესტორი კომპანიის მიერ აქტიურად მიმდინარეობს.
702 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინების პირობას დებს ენერგეტიკის სამინისტრო.
1 მილიარდიანი პროექტის ინვესტორი „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიაა“.
ხუდონჰესის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მაშინვე დაიწყო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, რომელიც თავდაპირველად სტუდენტებმა დაიწყეს, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ეროვნული მოძრაობის წევრები და საზოგადოების ნაწილი, საპროტესტო მუხტი მაღალი იყო სვანეთშიც. აქციის რამდენიმე მონაწილემ უვადო შიმშილობაც დაიწყო. 2013 წელს პროექტის განახლებასთან ერთად განახლდა აქციები და პროტესტიც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss