| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობასა და “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას (BTC Co), “სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია (SCP Co)”-ს საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
ახალი ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკოსისტემის - იმერეთის წაბლნარი ტყეების შენარჩუნება-აღდგენის პროცესი დაწყება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობას წარმოადგენს და მისი ბუნებრივი კორომები იმერეთის რეგიონში უნიკალურ ეკოსისტემას ქმნის. წაბლნარი კორომების ხმობა, რომელიც დაავადების - წაბლის ქერქის კიბოთია გამოწვეული ჯერ კიდევ გასული საუკუნის პრობლემას წარმოადგენს.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მომავალი წლის გაზაფხულიდან, ამ ტერიტორიებზე ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, რაც გარდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა, ადგილზე დროებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss