| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აქციას „გადაიხადე 50%“, 31 დეკემბრამდე აგრძელებს.
მიზეზი მომხმარებლის თხოვნაა.
აქციის პირობები იგივეა - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დავალიანების მქონე აბონენტებს, 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.
აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე, ერთვებიან აქციაში და სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.
მენეჯმენტის განცხადებით, დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.
სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში - ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss