ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გახდი იდუმალი სანტა - საქართველოს ბანკი ახალ პროექტს იწყებს
1 დეკემბერი, 2016, 17:10
გახდი იდუმალი სანტა - საქართველოს ბანკი ახალ პროექტს იწყებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა  და საქართველოს ფოსტამ ერთობლივი პროექტი დაიწყეს.  

პროექტი ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას- „იდუმალი სანტა“ (Secret Santa). პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გახდეს „იდუმალი სანტა“ - გააგზავნოს და მიიღოს საჩუქარი. 

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთ საფოსტო ოპერატორთან, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, ერთობლივად გავუხალისოთ მომხმარებელს ახალი წელი და სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ“, განაცხადეს საქართველოს ბანკში. 

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოსტა მონაწილეობს საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს გახდეს მასშტაბური საახალწლო თავგადასავლის მონაწილე. საქართველოს ფოსტა მხარდაჭერას გაუწევს პროექტში ჩართულ ყველა „იდუმალ სანტას“, რათა უზრუნველყოს მათი საჩუქრის ადრესატამდე მიტანა“, -  განაცხადეს საქართველოს ფოსტაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები