| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "კომბინირებული მატარებელი „ვიკინგით" გადაზიდვებისას სატრანზიტო ტარიფები 2017 წელს არ შეიცვლება.
ამის შესახებ ლიტვის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა სტასის გუდვალისმა განაცხადა, იტყობინება "ტასი"
„გადაწყვეტილია, რომ სატრანზიტო ტარიფები არ ინდექსირდება სავალუტო რყევის კვალდაკვალ ან ინფლაციის ტენდენციის გათვალისწინებით“, - განაცხადა გუდვალისმა.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს ტვირთგადამზიდავებს თამამად დაგეგმონ ტვირთბრუნვის მოცულობა, გააგრძელონ არსებული და შემქმნან ახალი პროექტები.
აღსანიშნავია, რომ მატარებელი „ვიკინგით" გადაზიდვების ტარიფები უკვე მე-8 წელია არ იცვლება.
შეგახსენებთ, „საქართველოს რკინიგზა" VIKING Train-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში გახდა.
კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი VIKING Train-ი წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს.
იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს. „ვიკინგის" რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო.
.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss