ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარში მცირე სესხების გაცემის დავალდებულება საპროცენტო განაკვეთებს არ გაზრდის
30 ნოემბერი, 2016, 11:11
ლარში მცირე სესხების გაცემის დავალდებულება საპროცენტო განაკვეთებს არ გაზრდის

თბილისი (GBC) – უნდა მოხდეს სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მცირე ზომის სესხები (100 000 ლარამდე) დასაშვები იქნება მხოლოდ ეროვნული ვალუტით და ამისათვის საკანონმდებლო ცვლილება  განხორციელდება.

სებ-ში პროცესის შედეგად ამ სახის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას არ ელიან. მესტვირიშვილი ამბობს, რომ პირიქით, გრძელვადიან პერიოდში ეს ქვეყანაში რისკების და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის მსესხებლისთვის ძალიან ხარჯიანია  რისკების შეფასება და მართვა. ამ ღონისძიებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილ სესხებში დოლარიზაციის ზრდა, თუმცა მსხვილ კომპანიებს აქვთ გაცილებით მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გაცვლითი კურსის და სხვა ფინანსური რისკების ადეკვატური მართვა განახორციელონ", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ფინანსისტი ამბობს, რომ  მსგავსი მიდომა სხვადასხვა სახით ბევრ ქვეყანაში განხორციელდა და  განსაკუთარებით 2008 წლის კრიზისის შემდეგ გახდა აქტუალური რეგიონსა და ევროპაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები