| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კომპანია „საქნახშირი“ საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღებას აგრძელებს.
პირველად საქართველოში, ქვანახშირის მოპოვებისთვის გვირაბგამყვანი კომბაინის გამოყანება მოხდება. კომბაინის შეძენა კომპანიას 1,2 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, მისი მონტაჟი მოწვეული უკრაინელი სპეციალისტების მიერ უკვე მიმდინარეობს, ისინი კადრებსაც გადაამზადებენ.
კომბაინი განკუთვნილია მაგარ ქანებში გვირაბების გასაყვანად, რაც გამორიცხავს ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოებას. დღემდე ეს სამუშაოები ადამიანური რესურსის გამოყენებით სრულდება, რაც მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.
მენეჯმენტის განმარტებით, წარმოებაში ახალი ტექნიკის ჩაშვება საგრძნობლად შეამცირებს ხარჯებს, რაც პირდაპირ აისახება მოპოვებული ქვანახშირის ღირებულებაზე. შესაბამისად, ქართული ქვანახშირი გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ბაზარზე.
„გვირაბგამყვანი კომბაინის გამოყენება თითქმის 3-ჯერ, თვეში100-120 მეტრამდე ზრდის გვირაბის გაყვანის ტემპებს. ასევე იზრდება მისი მდგრადობის ხარისხი, გვირაბის გარშემო არსებული სამთო მასივის ნაკლებად დაზიანების გამო, ტექნოლოგიური პროცესიდან ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების გამორიცხვით. ახალი ტექნოლოგია პრაქტიკულად ამზადებს ველს და ანახევრებს ყველაზე მძიმე და რთულ სამუშაოს. ანუ დანადგარი ასრულებს ყველა იმ ფეთქით და ბურღვით სამუშაოს, რასაც მანამდე ადამიანი ასრულებდა და აქედან გამომდინარე მეშახტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, - აცხადებენ „საქნახშირში“.
შეგახსენებთ, „საქნახშირმა“ მეშახტეთა შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით წელს ტექნიკურ გადაიარაღებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss