| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობას გადასახადების ზრდა უწევს.
"ეკონომიკური თავისუფლების აქტის" შეზღუდვის გამო წნეხი აქციზზე და აქციზურ პროდუქციაზეა.
შედეგად, თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით გაიზრდება, ასევე მკვეთრი ზრდაა დაგეგმილი ნავთობპროდუქტების აქციზზეც.
„მომდევნო წელს ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება, შესაბამისად, ეს მოგვცემს მნიშვნელოვან შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ავტომობილების იმპორტზე აქციზის განაკვეთის ზრდა მოხდება, რაც ჯამში მოგვცემს 45 მილიონი ლარის შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შედეგად მთავრობა თამბაქოს მოხმარების 10%-იან, ავტომობილებზე კი,მოთხოვნის 25%-იან კლებას ელის.
ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით და ეს გადასახადი ორმაგდება. 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით. ამ გზით ბიუჯეტში 50 მილიონის მობილიზება უნდა მოხდეს.
ამასთან, ბენზინზე აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss