| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სავალუტო რისკების დაზღვევისთვის მთავრობის გადადგმულ ნაბიჯს საბანკო სექტორის ნაწილი იწონებს.
ვითიბი ბანკის CEO არჩილ კონცელიძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივის ბოლომდე მიყვანა ერთგვარი გამარჯვება იქნება. ბანკირი ლარის სესხების გაძვირებას არ ელის.
ამასთან, არჩილ კონცელიძის განცხადებით, ვალდებულება არ ნიშნავს რაიმე სახის დაძალებას. ბანკი ყოველთვის აფასებს რისკებს და შესაბამისად ხელმძღვანელობს. ლარის შემოსავლის მქონე მომხმარებელს ლარში სესხის აღებას ურჩევს, ასევე გალარების შეთავაზებას უკეთებს, მაგრამ თუ კლიენტი სავალუტოს ირჩევს დამატებით ზომებს არ მიმართავს.
ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სამომხმარებლო საცალო სესხების პორტფელის 98% ლარში აქვს დენომინირებული, იპოთეკური სესხების პორტფელი კი, მცირე აქვს.
ბანკირის განცხადებით, ამ ეტაპზე ინიციატივა ბანკებთან შეთანხმებული არ არის.
$40 000-ის იპოთეკური სესხების შეღავათიანი კურსით (-20 პუნქტი) გალარების ინიციატივა პრემიერმა სამშაბათის სხდომაზე წარმოადგინა.
ასევე 100 000 ლარამდე სავალუტო სესხის და Online კრედიტების შეზღუდვა დაანონსა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss