ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისი - რუსთავის ავტობანზე მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასახელებულზე ძვირი დაჯდება
29 ნოემბერი, 2016, 14:37
თბილისი - რუსთავის ავტობანზე მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასახელებულზე ძვირი დაჯდება

თბილისი (GBC) – თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობას აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი კომპანიის ნაცვლად თურქული Seza Inshaat San veTicaret Limited Sirketi განახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ოქტომბერში დასახელებული გამარჯვებული Mehmet GuneshInshaatYat and Korpu-Bina- Tikinti, რომელიც სამუშაოების შესრულებისთვის 116,3 მილიონს ითხოვდა, ტენდერიდან დისკვალიფიცირდა -  კომპანიამ მოთხოვნილი საბანკო გარანტია არ წარადგინა.

თბილისის - რუსთავის ავტობანის  ყველაზე რთული მონაკვეთის მშენებლობას თურქული Seza შეასრულებს, თუმცა უფრო ძვირად, კონტრაქტის ღირებულება თითქმის 119 მლნ ლარია.

დაფინანსებას აზიის განვითარების ბანკი (ADB) გამოყოფს.  პროექტის ფარგლებში მოხდება   6.8 კილომეტრიანი 4-6 ზოლიანი ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია,  2 სატრანსპორტო კვანძის, 2 სახიდე გადასასვლელის, საგზაო გვირაბების და მზიდი კედლის მოწყობას.

კონტრაქტის განხორციელების დაგეგმილი პერიოდი 730 დღეა.

შეგახსენებთ, ავტომაგისტრალის სიგრძე ჯამში 17,4 კილომეტრია. პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა უკვე დასრულებულია, რისთვისაც 88,7 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები