ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსმა ბიზნესმენებმა Turkcell -ში წილის გაზრდის უფლება არ გამოიყენეს
29 ნოემბერი, 2016, 11:13
რუსმა ბიზნესმენებმა Turkcell -ში წილის გაზრდის უფლება არ გამოიყენეს

თბილისი (GBC) - კომპანია LetterOne-მა  რომელიც მართავს "ალფა ჯგუფის" დამფუძნებლების მიხეილ ფრიდმანის, გერმან ხანის და ალექსეი კუზმიჩევის აქტივებს, არ გამოიყენა უფლება გაეზარდა წილი თურქეთის უმსხვილეს საკომუნიკაციო ოპერატორ Turkcell-ში, - იტყობინება Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ Turkcell-ში Cukurova Holding -ის კუთვნილი 13,8% -იანი წილის გამოსყიდვის უფლებას ვადა 28 ნოემბერს ამოიწურა. 

შეგახსენებთ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით  Curukova-ს ჰქონდა უფლება 2,7 მილიარდ აშშ დოლარად გამოესყიდა  LetterOne-ის წილი Turkcell-ში, ან 28 ნოემბრამდე 2,8 მილიარდად მიეყიდა თავისი 13,8%. ამასთან, L1 -მა ადრე ცალსახად განაცხადა, რომ თურქულ ოპერატორში წილის გაზრდით იყო დაინტერესებული. 

Turkcell-ი უმსხვილესი მობილური ოპერატორია თურქეთში, ასევე ფლობს აქტივებს უკრაინაში, ჩრდილოეთ კვიპროსსა და ბელარუსში,  ამასთან Teliasonera-სთან ერთად არის Fintur-ის მეწილეც, რომელიც თავის მხრივ არაერთი მობილური ოპერატორის სტრუქტურაშია წარმოდგენილი, მათ შორის ფლობს "ჯეოსელს".

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის ბირჟის მონაცემებით, Turkcell-ის კაპიტალიზაცია 6,96 მილიარდი  აშშ დოლარია.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები