| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR მზადაა განიხილოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების შეძენის საკითხი, თუკი გაყიდვაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება, - ამის შესახებ სააგენტო Trend-ს SOCAR Georgia-ში ანონიმმა წყარომ განუცხადა.
SOCAR -ის დაინტერესება ქართული ენერგოკომპანიით გასაკვირი არც არის, იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანული კომპანია საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე.
შეგახსენებთ, პრემიერმა კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 25%-იანი წილის გასხვისებას, "საქართველოს რკინიგზის" აქციებთან ერთად.
თქვა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ბანკებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და წარმატებული IPO-სთვის ხელსაყრელ საბირჟო კონიუნქტურას ელიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss