| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 29 ნოემბერს განახლებული მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება.
კვირიკაშვილის მრგვალ მაგიდასთან ხვალ ერთით ნაკლები სავარძელი იქნება, თუმცა საკუთარი სკამების მიგნება მინისტრთა უმრავლესობას არ უნდა გაუჭირდეს.
არის რამდენიმე ცვლილებაც - ოთხშაბათს, პირველად, ეკონომიკის მინისტრის რანგში სხდომას ესწრება გიორგი გახარია, რომლისთვისაც ეს კაბინეტიც და მინისტრის ქეისში თავმოყრილი საქმეებიც, სხვა რაკურსიდან, მაგრამ კარგად ნაცნობია.
საკუთარი სავარძელის მოძებნა მოუწევს ზურაბ ალავიძესაც, რომელმაც რეგიონების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაზე ახალი სტატუსით უნდა იზრუნოს და ასევე ვიქტორ დოლიძეს, რომელიც ოპოზიციიდან პირდაპირ მთავრობაშია, მეგობარი კვირიკაშვილის მიწვევით.
სამთვიანი პაუზის შემდეგ სხდომაზე ელიან კახა კალაძესაც, რომელმაც მთავარი მიზანი და ამოცანები უკვე განსაზღვრა და დღეს მედიასაც გაანდო - ენერგო დამოუკიდებლობის მიღწევა, პირველ რიგში ელექტორნერგიის თვალსაზრისით, რისი პოტენციალიც ქვეყანას აქვს.
უცვლელია დიმიტრი ქუმსიშვილის სავარძელი, ის კვლავ პირველი ვიცე-პრემიერია, თუმცა ამჯერად ფინანსთა მინისტრის პორტფელით.
რა საკითხებს განიხილავს მთავრობა პირველ სხომაზე უცნობია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი თემა ბოლო დღეებში მკვეთარდ გაუფასურებული ლარიც უნდა იყო, ასევე უნდა ვიმედოვნოთ, რომ მინისტრები პრემიერის მიერ დაანონსებული ძალიან დიდი ბრძოლისთვის მზად არიან და როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს -" ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა საკუთარ თავზე, სრულად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss