| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – გარდაბნის კომბინირებული თბოსადგურის გასხვისება მთავრობას წინასწარ განსაზღვრული პირობით სურს - ინვესტორმა თბოსადგურის ექსპლუატაციისთვის ტარიფების ზრდა არ უნდა მოახდინოს.
„თუ ინტერესი იქნება გარდაბნის თბოსადგურის შეძენაზე, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, თუმცა ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, როგორი იქნება ტარიფები, რაც საბოლოო ჯამში დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და ტარიფების გადახდისუნარიანობასთან, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრად დაბრუნებული კახა კალაძე.
ამბობს, რომ თუ ინვესტორი ტარიფის ზრდას მოთხოვს, ასეთ შემთხვევაში ის, როგორც ენერგეტიკის მინისტრი პრივატიზაციის წინააღმდეგი იქნება.
სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) 6.659 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.
გადაწყვეტილება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.
შეგახსენებთ, გარდაბნის ახალი თბოსადგური საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში 2015 წლის გაზაფხულზე შეიტანეს, ლარის მხარდასაჭერ ღონისძიებათა ფარგლებში. მთავრობამ ინვესტორიც იპოვა - Pegasus EastWest-ი, გაფორმდა იმპლემენტაციის ხელშეკრულებაც და ნასყიდობის ღირებულებად 290 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა, თუმცა გარიგება არ დასრულდა, ჩაშლის მიზეზებზე კი, არავის უსაუბრია.
გარდაბნის თბოსადგურს ამჟამად სახელმწიფო მართავს, სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. მის გვერდით კიდევ ერთი თბოსადგური აშენდება. პროექტს ამჯერად ტენდერით შერჩეული China Tianchen Engineering Corporation-ი განახორციელებს. თბოსადგურის მშენებლობა 159 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. ის ექსპულატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss