| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Samsung Electronics -ის ხელმძღვანელობა კომპანიის 2 ნაწილად გაყოფას განიხილავს.
ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეულ გამოცემა Seoul Economic Daily -ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ წინადადებით კომპანიას ინვესტორმა, ამერიკულმა ჰეჯ-ფონდმა Elliott Management-მა მიმართა.
შეთავაზება გულისხმობს Samsung Electronics -ის გაყოფას, ერთი კომპანია შეასრულებს საოპერაციო საქმიანობას, მეორე იქნება ჰოლდინგური კომპანია.
Elliot Management-ი, რომელსაც მილიარდერი პოლ ელიოტ სინგერი ხელმძღვანელობს, ასევე სთავაზობს კომპანიას დირექტორთა საბჭოში შეიყვანოს სამი დამოუკიდებელი დირექტორი, გადაუხადოს აქციონერებს $26 მილიარდი და ასევე კომპანიის აქციები ამერიკულ საფონდო ბაზარზე განათავსოს.
არც Samsung-ს და არც ლის ოჯახს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დეტალები ხვალ გახდება ცნობილი, წყაროს ცნობით, 29 ნოემბერს შეხვედრააა დაგეგმილი, ამასთან, კორეის ბირჟამ თავის მხრივ უკვე მოსთხოვა Samsung -ს სამშაბათს, 18:00 საათამდე ოფიციალურად განაცხადოს იყო თუ არა მიღებული გაყოფის გადაწყვეტილება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss