ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თბილისში Green City -ის მშენებლობაში ჩართვას კომპანია Ramboll გეგმავს
24 ნოემბერი, 2016, 12:20
თბილისში Green City -ის მშენებლობაში ჩართვას კომპანია Ramboll გეგმავს

თბილისი (GBC) -  კომპანია Gino Invest-მა საპარტნიორო ფონდში პროექტ Gino Green City -ის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე  Tbilisi eco green city პროექტის  განხორციელების პროცესში მწვანე ენერგიის გამოყენების კუთხით მსოფლიოში ცნობილი Ramboll group company -ის ჩართულობის საკითხი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით Gino green city corporation-ი Gino green city-ის მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის  ეკო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც რეკრიაციული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლები განთავსდება. 

თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა Gino green city-ის შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავადმყოფოს და ა.შ.  83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.

ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძე სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს ბიზნეს,  საბანკო, საფინანსო და საპროექტო წრეების  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები