| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) ABC Pharmacia-ს შერწყმის და ბაზარზე ახალი, მსხვილი სააფთიაქო ქსელის Georgian Pharmacy-ს (GEPHA) შექმნის გეგმაზე აცხადებს.
კომპანიამ ინვესტორებს უკვე აცნობა, რომ "ფარმადეპოს" მფლობელ ABC Pharmacia-ს შერწყმაზე წინასწარი გარიგება გაფორმდა, რომელიც მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს.
მიღწეული შეთანხმებთ, ახალ კომპანიაში, სადაც ასევე გაერთიანებულია GPC-ის ქსელიც, GHG-ის წილი 67% იქნება, 33% კი, გადაეცემა ABC Pharmacia-ს მფლობელებს ენრიკო ბერიძეს და მიხეილ აბრამიძეს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი "ფარმადეპოს" მფლობელს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაუხდის და ასევე ახალი კომპანიის აქციების 33%-ს გადასცემს.
გარიგების დასრულება 2017 წლის იანვარშია ნავარაუდევი. პირველ ტრანშს 12 მლნ აშშ დოლარს, GHG მისი დასრულებისთანავე გადაიხდის, დანარჩენ თანხას 5 ტრანშად, მომდევნო 5 წლის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი კომპანია GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 აფთიაქი იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss