| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „აიპლიუსი“ ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ თითქოს არასამართლიანი მოპყრობის მსხვერპლია და მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება თანამდებობის პირების ინტერესშია, - აცხადებს „აიტექნიკი“ და კონკურენტს კონსტიტუციის დარღვევასა და Apple-ის ლოგოს უკანონოდ გამოყენებას ედავება.
კომპანიაში ამბობენ, რომ "აიპლიუსს" სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალათ ლოგოს დემონტაჟი ფილიალებიდან, რაც ჯეროვნად არ იქნა შესრულებული.
"მათ ფაქტიურად მოატყუეს აღსრულების ეროვნული ბიურო და დემონტაჟის ნაცვლად დროებით დაფარეს მაღაზიის შესასვლელის ბანერზე გამოსახული „ეფლის“ ლოგო და ახლა კი იმდენად გათავხედდნენ, რომ კვლავ დააბრუნეს პირვანდელ მდგომარეობაში. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად აღნიშნული ქმედება ფასდება როგორც დანაშაული.. იმედი გვაქვს ამ ფაქტზე შესაბამისი ორგანოების მიერ დროულად მოხდება რეაგირება და დადგინდება სიმართლე", - ამბობს მენეჯმენტი.
მათივე ცნობით, ტყუილია, რომ „აიპლიუსის“ ანგარიშები სრულადაა დაყადაღებული.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ყოველივე არის მტკნარი სიცრუე. პირველ რიგში ყადაღა ადევს მათ ანგარიშებს 350 000 ლარის ფარგლებში (თითქმის 6 ჯერ ნაკლებია ვიდრე ისინი აცხადებდნენ), მეორეც, ყადაღის გამოყენებისთანავე "აიპლიუსი", მის მიერვე დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის მეშვეობით თავისუფლად ახორციელებს ტრანზაქციებს და მისი საქმიანობა არ შეფერხებულა", - ნათქვამია განცხადებაში.
"აიტექნიკსში" ამბობენ, რომ კონკურენტის საქმიანობა ძირითადად ტყუილზეა დაფუძნებული.
ისინი იხსენებენ მეორადი ტელეფონების ახლად გასაღების შესაძლო ფაქტებს, რაზეც გამოც მოკვლევა მიმდინარეობს, ასევე როგორც ირწმუნებიან, გასულ წლებში საბაჟო გადასახადების არიდების ფაქტებს და პროდუქციის კონტრაბანდის ფაქტებს - "ამის გამო 2013 წელს „აიპლიუსის“ დამფუძნებელი, მარღიშვილი და ამჟამად „ეფლსითის“ ერთერთი დამფუძნებელი დურძუკი იქნენ დაკავებულნი და ამ დანაშაულისთვის კომპანიას სოლიდური ჯარიმა დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ" და სხვა ფაქტებს.
"სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, სატელევიზიო სიუჟეტი, საგაზეთო სტატია თუ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია ერთხმად ადასტურებს ამ კომპანიის უკანონო ქმედებებს. უდავოა, რომ მათი ტყუილების არავის არ სჯერა, დარწმუნებული ვართ ამ განცხადებით ძალიან ბევრ თქვენგანს კიდევ ერთხელ გაგახსენდებათ ის უკიდურესად არასასიამოვნო გამოცდილება რაც ამ კომპანიასთან გაკავშირებთ. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა გარდაუვალია სადაც ამ ტიპის კომპანიებს აუცილებლად მოუწევთ აღიარონ თანამედროვე ბიზნესის სტანდარტები. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად საჭიროა კრეატიული აზროვნება, საუკეთესო ხარისხი, მომსახურება და საკუთარი მომხმარებლების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება და არა ამორალური და უკანონო ქმედებები რაც მთლიანობაში ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას", - აღნიშნულია "აიტექნიკის" განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss