ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
მაგთი კიდევ ერთ კომპანიას იერთებს
მარიამ მინაძე
18 ნოემბერი, 2016, 15:41
მაგთი კიდევ ერთ კომპანიას იერთებს

თბილისი (GBC) - „დელტაკომის“ 100% -იანი წილის შეძენაზე "მაგთიკომმა" მარეგულირებლის წინასწარი თანხმობა მიიღო. 

კომუნიკაციების კომისიამ "მაგთის" ტრანზაქციიდან 3 თვის ვადაში ხელშეკრულებების  შესაბამის ვალდებულებებთან მოყვანაც დაავალა. ამასთან, მაგთიმ ბაზარიც უნდა შეისწავლოს ტარიფების კუთხით, რათა ახალი ტარიფები შეიმუშავოს. 

მაგთიკომი 4 -5 თვიან ვადას ითხოვდა. 

კომისიის სხდომაზე გარიგების ღირებულება არ დასახელებულა.  

როგორც ადრე გახდა ცნობილი, "მაგთიკომის" მიერ "დელტაკომს" შეძენის შემთხვევაში, მას   დისკრიმინაციის  აკრძალვის ვალდებულება დაეკისრება, რაც ბაზარზე არსებული რისკების კომპენსირებას ემსახურება.

მაგთის შვილობილმა მომსახურება  სხვას, მშობელ კომპანიაზე ძვირად არ უნდა  მიჰყიდოს, ასევე იგივე ხარისხის, ტექნოლოგიების და პირობების შენარჩუნება მოეთხოვება,  გლობალურ ინტერნეტზე დაშვება იქნება თუ  მაგისტრალურ არხზე  ხელმისაწვდომობა.

"დელტაკომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტარლური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია.   

შეგახსენებთ, "მაგთიკომმა" "კავკასუს ონლაინის" აქტივებიც შეიძინა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები