ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფოთში პეის ჯორჯიას ახალი ტერმინალი დიდი წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს
18 ნოემბერი, 2016, 13:32
ფოთში პეის ჯორჯიას ახალი ტერმინალი დიდი წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს

თბილისი (GBC) - ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობის დაწყების ვადა OPIC-ის გადაწვეტილებაზეა დამოკიდებული -  აცხადებს GBC-ისთან საუბრისას  „პეის ჯორჯიას“ დირექტორი ირაკლი თათეიშვილი.

 $100,5-მილიონიანი პროექტში OPIC -ისგან თანადაფინანსება 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განიხილება, დანარჩენ თანხას კომპანია თავად გაიღებს.

„თუ OPIC -ი დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ პროექტს ჩვენი ძალებით დავიწყებთ, თუმცა პროექტის განხორციელება უფრო ნელი ტემპით მოხდება“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ახალი საზღვაო ტერმინალი ფოთში,  გემთმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტი ზღვის ფსკერის დაღმავებას და 3 ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს, მასში ინტეგრირდება კომპანიის მიერ 2014 წელს გახსნილი მშრალი ტვირთების ტერმინალიც.

კომპანიაში განმარტავენ, რომ  პირველ ეტაპზე მხოლოდ 1 ნავმისადგომის აშენება ფსკერის დაღრმავება განიხილება, შემდეგ ეტაპზე კი, კიდევ ორი ნავმისადგომი დაემატება ტანკერებისა და მცრეტონაჟიანი მშრალტვირთმზიდი გემების მისაღებად.

„ეს ტერმინალი ისეთ ტვირთებს მოემსახურება, რომელსაც ამ ეტაპზე ან ვერ ვემსახურებით, ან ძალიან ძვირი გვიჯდება, ასეთია მაგალითად მინერალური სასუქები, რომელსაც სპეციალური პირობების შექმნა სჭიდება“, - ამბობს თათეიშვილი.

კომპანიამ პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზის შესაფასებლად გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე მიმართა, უწყება დასკვნას ნოემბრის ბოლომდე გასცემს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიათა ჯგუფი PACE 1993 წლიდან არის ბაზარზე და ტვირთების გადაზიდვაში სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის მომხმარებლებს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები