| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საქართველოს პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე "ქართული ოცნების" ხელში ხელში ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცაციაზე განაცხადა და მმართველ გუნდს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
არჩევნების შეფასებისას მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში გაიმართა და საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი
"ერთის მხრივ მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფოებივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადების, საქართველოს ინსტიტუციური კონსტიტუციური უფლებების შელახვის შელახვის ჩანაფიქრსაც კი. მეორეს მხრივ მინდა მოგახსენოთ, რომ გამოვთქვამ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას, ამასთან ერთად ბოლო 4 წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური გუნდის მიერ დამტკიცებული იქნა ექვსი წლის ვადით შეირჩა და დაინიშნა მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ხელმძღვანელი და იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესშიც სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.
„შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ - დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის აზრით, პარლამენტთან თანხმობითა და თანამშრომლობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება პროგნოზირებად და კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებულ სტაბილურობად უნდა იქცეს - გამოწვევები კი, შესაძლებლობებად.
ამ მიზნით კი, სრულად უნდა ამუშავდეს ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები, შეივქმნას დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss