ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
გაზსაცავის პროექტისთვის ორი ჭაბურღილი გაიბურღება
18 ნოემბერი, 2016, 10:47
გაზსაცავის პროექტისთვის ორი ჭაბურღილი გაიბურღება

თბილისი (GBC) - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC) გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის  მეორე ფაზის ფარგლებში სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოზე ორი ახალი შემფასებელი ჭაბურღილის გაბურღვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

კორპორაციის ცნობით, ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ დაადასტურა, რომ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რაც ითვალისწინებს ამ საბადოზე ორი შემფასებელი ჭაბურღილის ბურღვას დაახლოებით 2500 მეტრამდე სიღრმეზე.

მიღებული მონაცემების ლაბორატორიული ანალიზსა და სხვა დამატებითი კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით  კონსულტანტი ფრანგული „ჯეოსტოკი“ 2017 წლის ბოლომდე მოხდენს გაზსაცავის საბოლოო საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებას.

გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის დასაწყისში, დასრულება კი - 2020 წლისთვის იგეგმება, ანუ, იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს მიერ შაჰ-დენიზის გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დამუშავებულ ნავთობის საბადოზე აშენდება და მასში 300 მილიონ კუბური მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყნის დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-მდე  შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები