| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სავალუტო მანიპულაციების ცდუნებაზე და არა მარტო რიგითი ტრეიდერების აზარტულობაზე, ფინანსისტმა აიეტ კუკავამ TV პირველზე განაცხადა.
„ალიანს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა თვალსაჩინოებისთვის 220 მლნ ლარად ნაყიდი $100 მლნ-ის კონვერტაციით 250 მლნ -ის მიღების მარტივი სქემა მოიხმო , მასშტაბის გაზარდა და სოროსის გამილიარდერების ფაქტს გაუსწორდა, როცა ბრიტანეთის ცენტრალური ბანკიც კი ფაქტობრივად განიარაღებული აღმოჩნდა.
კუკავა საკურსო თამაშებში ინვესტორების მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.
კუკავა ეწინააღმდეგება იმ ექსპერტებს, მათ შორის გია ხუხაშვილს, რომლებსაც ე.წ "შეთქმულების თეორიის" არ ჯერათ და მიაჩნიათ, რომ მსგავსი მანიპულაციების რისკი მაღალია და მარტივად გასაშიფრი.
კუკავამ ლარის გამაუფასურებელ რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა გაუჭირდა გამოცნობა ყველა ერთად მოქმედებს, თუ მონაცვლეობით.
გაუფასურებას ბიზნესის სტრუქტურა უწყობს ხელს, სადაც 34% მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელთა წილი მშპ-ში 20%-ზე ნაკლებია.
კუკავამ ქვეყნიდან ფულის გადინებაზეც გაამახვილა ყურადღება. ოფიციალური სტატისტიკით, წელს $700 მლნ-ზე მეტი გავიდა, საჯარო და კერძო სტრუქტურების საგარეო ვალის დასაფარად.
კუკავამ ვალის გონივრული მართვის უპირატესობაზე და მიღებულ სარგებელზე აღნიშნა, ასევე ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებაზე 2008 წელს ემიტირებული ბონდებით მოზიდული სესხის უფრო იაფად რეფინანსირებაზე. მოზიდული რესურსის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმართვაზე, რასაც ზედნაშენი მალე მოყვება - თუ იმერეთში გზებს დააგებენ მაშინვე გაჩნდება ტურისტული ობიექტები.
კუკავამ ასევე ქვეყანაში ეროვნული ვალუტის სტრატეგიის არარსებობის ნეგატივზე განაცხადა, რასაც ინვესტორი აქცევს ყურადღებას, რადგან ორიენტირებულია ლიკვიდობის ზრდაზე.
ასევე კაპიტალის ბაზრის ფორმირებაზე, რაც დამატებით რგოლებს გააჩენს ( საბროკერო, იურიდიული კომპანია, ბირჟა, აუდიტორული ფირმა...)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss