| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსულ „ტრანსსოფტს“ საქართველოში საავტომობილო გადაზიდვების სერვისის განვითარება სურს.
ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა როდიონ ოტლეტოვმა Sputnik-ს განუცხადა, თქვა, რომ საქართველოში გეგმავს ბიზნეს-პარტნიორის მოძიებას იმისათვის, რომ ტაქსის მომსახურების შეკვეთა საიტის, ან iPhone-სა და Android -ის მოწყობილობების შემთხვევაში Uber -ის მსგავსი აპლიკაციით გახდეს შესაძლებელი.
„ჩემი მიზანია ვიპოვო ბიზნეს-პარტნიორი და დავამყარო კონტაქტი სატრანსპორტო თემატიკის ბიზნესის დაწყებისთვის. ვგეგმავთ შევქმნათ ე.წ Uber-like სერვისი საქართველოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ოტლეტოვმა, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა.
მისი თქმით, "ტრანსსოფტი" ფლობს ტექნოლოგიას, რომლის განვითარებაც სურს საქართველოში. სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელთან უახლოესი ტაქსი იქნას გაშვებული.
შეგახსენებთ, Uber 2009 წელს შეიქმნა და დღეისათვის მსოფლიოს 70 ქვეყნის 500 ქალაქშია წარმოდგენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss