ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხუხაშვილის შოკური თერაპიის რეცეპტი - ეკონომიკური საზღვრების ჩაკეტვა
ნინო შუბითიძე
16 ნოემბერი, 2016, 14:26
ხუხაშვილის შოკური თერაპიის რეცეპტი - ეკონომიკური საზღვრების ჩაკეტვა

თბილისი (GBC) – ჩინეთთან მიღწეული შეთანხმებების „ზურნას“  ექსპერტი გია ხუხაშვილი არ იზიარებს,  -„ვინმემ იკითხა რატომ აღმოჩნდა  ჩინეთისთვის საქართველო  გამონაკლისი სხვადასხვა მემორანდუმის ხელმოწერისას და რატომ იკავებს ყველა სხვა თავს ?!.. ევროპის ქვეყნები ჩინეთს ემალებიან“.

ჩინეთთთან ბოლოდროინდელი დამოკიდებულება ექსპერტის აზრით უფრო ლობიზმია, რადგან გაუგებარია  პოზიტივის წამოწევისას  არ  იყოს დათვლილი ნეგატიური საფრთხეები -  ჩინეთს თავისი სატრატეგია აქვს, რაც საკუთარი  წარმოებული, ამ დროისთვის ყველაზე კონკურენტული პროდუქციის გასაღებაა.

პოლიტიკური სტაბილურობა - სოციალური კმაყოფილება-ეკონომიკის ზრდა -ლარის სტაბილურობა, - ამ ჯაჭვისთვის   ხუხაშვილი ერთადერთ გამოსავალს ხედავს, არაორდინალურს და რადიკალურს, 3-5 წლიან ეფექტზე გათვლილს, ე.წ შოკურ თერაპიას.

რეცეპტი ასეთია - უნდა შეიქმნას ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო, ჩაიკეტოს ეკონომიკური საზღვრები და სრულ იზოლაციაში  შეიქმნას  მატერიალური აქტივები, რაც  რეალურ ეკონომიკასთან ერთად შექმნის სამუშაო ადგილებს, განმუხტავს სოციალურ დაძაბულობას და  გაამყარებს  ლარს. 

მიიჩნევს, რომ  არც ამის ახსნაა   რთული და შეუთანხმებადი  მსო-ს და  ევროპის სხვა არბიტრებთან, იმ  სტრუქტურებთან, რომლებიც ევროპასთან ასოცირების გზაზე გვაკვირდება.

ექსპერტი ირწმუნება, რომ  პროგრამა  ბიუჯეტის დაფინანსების გარეშე იმუშავებს. მან ეკონომიკური საზღვრების დაკეტვით ადგილობრივი დოვლათის შექმნის  აზერბაიჯანის მაგალითი მოიხმო, რაც მარტივად მოხერხდა  სასურსათო მომხარების დათვლით, შემდეგ კალათის შექმნით და  ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი  მოწოდებით.

მარტივია ლარის კურსთან მიმართებაშიც. მოთხოვნა-მიწოდების ბალანსია, ბაზარს მეტი დოლარი როცა სჭირდება შესაბამისად ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება და  ლარი ეცემა.  ეს გადაეცემა  ბაზარს, ფასები იმატებს და  მოსახლეობა ღელავს.

ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ  გრძელვადიანი სისტემური ფაქტორის არარსებობა, მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა არ არის და  გასული საუკუნიდან მოდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები