ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამგორის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
16 ნოემბერი, 2016, 13:43
სამგორის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე  N63-თან, თეგეტა მოტორსთან დაზიანებულია  600 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი. დაზიანება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშენებული ბეტონის ფილების ზეწოლამ გამოიწვია. 

ადგილზე მობილიზებული იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  სამუშაო ჯგუფები  და მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს. სამუშაო პროცესს, ასევე  ართულებს ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვა.   

დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოების წარმოება  რამდენიმე  საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 17 ნოემბერს, საღამოს 18:00  საათიდან 18 ნოემბრის    დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

სამგორის რაიონში: კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები