| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია "ნატახტარი" ჩინეთში ლუდის ექსპორტს იწყებს.
"ველით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებას, რის შემდეგ "ნატახტარი" პირველი კომპანია იქნება, რომელიც ამ ბაზარზე პროდუქციას გაგზავნის", - განუცხადა GBC-ის კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
პირველ, საცდელ ეტაპზე ჩინეთში 40 ფუტიანი კონტეინერი გაგზავნება და შემდეგ მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება. კომპანიამ ბაზრის მოკვლევა უკვე განახორციელა და ოპტიმისტურადაც არის განწყობილი.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩინეთი ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია. "ნატახტარი" კი, გეგმავს ამ დიდი ბაზრის მიზნობრივ სეგემენტებზე საკუთარი ნიშა დაიკავოს.
"ამჟამად, ჩინეთში ლუდის შეტანაზე 45%-იანი გადასახადი მოქმედებს, მათ შორის, 30%-ზე მეტი იმპორტის გადასახადია, რაც საკმაოდ მაღალი გადასახადია", - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss