| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი–(GBC) - ქვევრის ღვინომ ნიუ-იორკში მორიგი აღიარება მოიპოვა.
RAW WINE -ზე - ელის ფეირინგის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ პრეზენტაციაც გაიმართა. ფრაგმენტები ზაფხულში New York Times -ში გამოქვეყნდა. ავტორი ქარვისფერი ღვინის 8 000 წლიან ისტორიაზე ყვება.
2- დღიან საერთაშორისო გამოფენას, რომლის ორგანიზატორიც ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი), ღვინის პროფესიონალი, მოყვარული, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წამოდგენილი იყო ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „გოცას ღვინოები“, „მეღვინეობა ნიკა“, „ხოხბის ცრემლები“, „ჩვენი ღვინო“, “ორგო“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინო“.
„მოველოდი, რომ ბევრი კითხვა ექნებოდათ აქაურებს და ასევე მოწვეულ სტუმრებს. მაგალითად იაპონელებს, რომლებიც აქ ღვინის კულტურის გასაცნობად ჩამოვიდნენ, თუმცა ყველაზე საინტერესო კითხვა იყო, თუ რას ვფიქრობდი ქართული ღვინის შესახებ. ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა, ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია. ძალიან მესიამოვნა, რომ ეს კითხვა დამისვეს და მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა ქართულ ღვინოზე” - აღნიშნა ფეირინგმა, რომელიც საქართველოს გაზაფხულზე სტუმრობდა.
10 თვის სტატისტიკით, აშშ-ში ექსპორტირებულია 240 000 -მდე ბოთლი ღვინო (+12%Y.Y).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss