ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მძიმე კვირა - საქართველოში სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის
ნინო ტაბატაძე
13 ნოემბერი, 2016, 22:56
მძიმე კვირა - საქართველოში სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის

თბილისი (GBC) -  15 ნოემბრიდან საქართველოში სავალუტო ფონდის მისია იწყებს მუშაობას. 

მისია ტრადიციულად შეხვედრებს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან გამართავს. 

მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება -  მთავარი საკითხი 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტია, რაც ე.წ მოგების გადასახადის რეფორმის გამო, სასურველ 3%-ზე მაღალი იქნება. 

მთავრობის გათვლებით მოგების გადასახადის ახლებურად დაბეგვრა ბიუჯეტს 500 მილიონ ლარს დააკლებს და დეფიციტი 4% იქნება, რაშიც ეჭვი ეპარება სსფ-ს. ფონდის წარმომადგენლობაში 6%-იან დეფიციტს ელიან. 

ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო ამბობს, რომ მათთვის უცნობია როგორ აპირებს მთავრობა ამ დეფიციტის შევსებას, იმის გათვალისწინებით კი, რომ "ესტონური მოდელის" დანერგვა  ძვირი დაუჯდება ქვეყანას, პეჰშომ მთავრობას არჩევანიც დაუწუნა და ჯერ კიდევ 2 კვირის წინ აღნიშნა, რომ ინვესტიციების მოზიდვისთვის შესაძლებელი იყო სხვა ალტერნატიული ვარიანტების არჩევა.

მე-2 და მე-3 მიმოხილვის დუსრულებლობის შემდეგ, მთავრობა იმედოვნებს, რომ სავალუტო ფონდთან ახალი  პროგრამის დაწყებაზე მიაღწევს შეთანხმებას. ახალი პროგრამაც  ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.  

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები